|
2019-12-25 10:37:59, 1701 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის გამოძახილია
საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახან განხორციელებული ვიზიტის შედეგია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქართველოს და მის ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებას წარმოადგენს. „პირდაპირ არის მინიშნებული აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება არის სწორედ ამ ვიზიტის გამოძახილი და მოხარული ვართ, რომ პოზიტიური განცხადება, შეფასება გაკეთდა ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით გამოიკვეთა მეოთხე ტალღის რეფორმის მხარდაჭერა და დადებითი შეფასება გაკეთდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სამწუხაროდ, ოპონენტებმა როგორც კი დაინახეს, რომ რეფორმის თაობაზე თავის დროზე ჯერ კიდევ აშშ-ის საელჩოს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ძალიან პოზიტიური შეფასება გაკეთდა, ისე მოხდა, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა საერთოდ იგნორირება გაუკეთეს ამ თემას - „პრაქტიკულად, თითქმის საერთოდ არ აშუქებდნენ მეოთხე ტალღას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი, რაც ემსახურება სასამართლოს ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას. ასევე საუბარია დიალოგის მნიშვნელობაზე და ეს ნაბიჯიც არის პოზიტიურად შეფასებული ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველმა ძალამ ანგარიში გაუწია პარტნიორების, პირველ რიგში ამერიკელი მეგობრების წინადადებას, რომ უნდა დაწყებულიყო დიალოგი საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით. „ჩვენთვის მარტივი ნამდვილად არ არის ერთ მაგიდასთან ჯდომა იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველანაირ არასწორ მეთოდს იყენებენ პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ჩვენ აქაც ანგარიში გავუწიეთ საერთაშორისო პარტნიორებს და დღეს გრძელდება კონსულტაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს კონსულტაციები იქნება წარმატებული. მთლიანობაში განცხადება არის პოზიტიური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობა იმ საკითხებზე, რომლებიც არის ბოლოს გამოკვეთილი - ეს არის მართლმსაჯულების სფეროში შემდგომი განმტკიცება დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის, ასევე პროკურატურასთან დაკავშირებით არის მინიშნება. ერთიც და მეორეც, ბუნებრივია, ჩვენთვის არის განსაკუთრებული გამოწვევა, სწორედ ამიტომ განხორციელდა იგივე მეოთხე ტალღის რეფორმა სასამართლო სისტემაში, რომ ამ სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის შემდგომი განხორციელება იყოს უზრუნველყოფილი. ამაზე ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, პირველ რიგში ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ იქნება ძალიან წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)