2019-12-24 10:52:52, 1199 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოს წევრები, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილს შორის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ფიზიკური დაუპირისპირება მოხდა.
საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა.
ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც ასევე სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაბეიშვილი საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.
ლევან ხაბეიშვილმა ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს სხდომა დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,