|
2019-12-24 10:35:03, 1675 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: კორეულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრები იმართება კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. გენადი არველაძესთან ერთად კორეის რესპუბლიკაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. ქართულმა დელეგაციამ პირველი ორმხრივი შეხვედრა კორეის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპების მინისტრის მოადგილესთან, ჯუნგჩუნ ჩასთან გამართა. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები და ქართული და კორეული სტარტაპების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. გენადი არველაძის განცხადებით, ბოლო წლებში ძალიან ინტენსიურად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები კორეასთან, რასაც ადასტურებს კორეული კომპანიების მაღალი ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ. „კორეული მხარე გამოხატავს ინტერესს ისეთი საექსპორტო პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ღვინო, არაალკოჰოლური სასმელები, თხილი, წვენები, ბოსტნეულის ნაწარმი, ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქტი. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ორმხრივი შეხვედრები და აქტიური ურთიერთობა ორი ქვეყნის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორს შორის უახლოეს მომავალში კონკრეტულ, ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს, მათ შორის სტარტაპების ხელშეწყობა-განვიტარების კუთხითაც" - აღნიშნა გენადი არველაძემ. ვიზიტის ფარგლებში კორეაში გამართული პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც დარგის წარმომადგენლებისათვის გაცვლით პროგრამებს, ორი ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაციის განახლებებს, ასევე ორმხრივად ხელსაყრელი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას ითვალისწინებს.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)