16:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 13:11:36, 1877 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში 2020 წლისთვის თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი

„საქართველოში 2020 წლისთვის თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება“, – ამის შესახებ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში,გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერდოღანის საქართველოში ვიზიტი გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

ამასთან, როგორც ელჩი ამბობს, 2020 წლის თებერვალში ანკარაში სტრატეგიული კომისიის სხდომა გაიმართება.

„ანკარაში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა ჩვენი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკონომიკური კომისია, რომელიც 14 წლის პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამას მოჰყვა პრემიერის განმეორებითი ვიზიტი ტანაპის გახსნასთან დაკავშირებით ქალაქ ედირლეში.

ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, სავარაუდოდ თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული და შემდგომ სავარაუდოდ მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics