2019-12-23 11:33:33, 1080 ნახვა
საზოგადოება
საპროტესტო აქცია შსს-თან - „შმაქსის“ მძღოლები პატრულის მიერ გამოწერილი 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ
„შმაქსის“ მძღოლები ვარკეთილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც 80-მდე „შმაქსის“ მძღოლს დაეკისრა.
მათი თქმით, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ „შმაქსის“ მძღოლობაზე ფულადი ჯარიმა არსებობდა.
როგორც „შმაქსის“ მძღოლები აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს და 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმება მოითხოვეს, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღეს.
ამასთანავე, „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ითხოვს, რომ „შმაქსის“ მძღოლებს ტრაფარეტების შესაცვლელად დრო იანვრის ბოლომდე მიეცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,