16:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 10:52:42, 1337 ნახვა

პოლიტიკა
ავლაბრის სასახლეში დღეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

თბილისში დღეს, 23 დეკემბერს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიება წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს მასპინძლობს საქართველო.

„3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს ინიცირებული თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შეხვედრები იმართება, როგორც სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების, ასევე უმაღლეს - პრეზიდენტების დონეზე. მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისათვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აღნიშნული ღონისძიება ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics