2019-12-21 13:01:35, 2179 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
დიდუბეში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.
პრეზიდენტმა მომხდარის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსაძმიმრა.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,