|
2015-07-24 19:02:00, 963 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში ანტიკორუფციული პოლიტიკა გაძლიერდება
თავდაცვის სამინისტროში ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაზე ახლახან შექმნილი საბჭო იზრუნებს. კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძეა, თანათავმჯდომარე კი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა განიხილეს და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმის მომზადებისა და განხორციელების პროცესში გამჭვირვალობისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა იგეგმება. კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭოს მორიგი სხდომა მომავალ კვირას გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)