|
2019-12-20 17:49:56, 6347 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 100 დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა, შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯარიკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება განისაზღვრა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირების ხარისხის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ 2020 წელს ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება. „თითოეული ჯარისკაცი განახლებული, მაღალი ხარისხის უნიფორმით იქნება უზრუნველყოფილი. დავგეგმეთ უმაღლესი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შესყიდვა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც არაერთ ნატოს წევრ ქვეყანას და მათ ჯარს ამარაგებენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)