14:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 14:09:53, 2340 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი: მმართველი პარტიისგან შეთავაზებას მივესალმები, დიალოგის ფორმატი გაგრძელდება

„არის შეთანხმება, რომ სხვადასხვა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, იქნება განგრძობადი გააზრება და განხილვა ამ დიალოგის ფორმატში“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, არლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, დასრულდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მეოთხე რაუნდი და ყველა თანხმდება, რომ პროცესი გაგრძელდება.

„დავასრულეთ დიალოგის მეოთხე რაუნდი. ამ შეხვედრიდან გამოსულები, ყველა ვთანმდებით, რომ პროცესი გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ დიალოგის წინა რაუნდების დროს, განსხვავებული შეთავაზებები მოვისმინეთ, გვქონდა სასარგებლო დისკუსია. მივესალმები, რომ დღეს გვქონდა შეთავაზება მმართველი პარტიისგან, აზრთა გაცვლა მოხდა ამის საფუძველზე. შეთანხმება არის, რომ სხვადასხვა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, იქნება განგრძობადი გააზრება და განხილვა ამ დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საუკეთესო შედეგი მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება შეთანხმება დიალოგის ფორმატში.

„ჩვენ ვუახლოვდებით წლის ბოლოს და მინდა, ვთქვა, რომ დიალოგი დაიწყო და ეს არის პლატფორმა შესაძლებლობებისთვის, ეს არ არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, წინსვლისთვის  საუკეთესო საშუალებად რჩება, თუ იქნება შეთანხმება დიალოგის ფორმატში. ეს იქნება საუკეთესო შედეგი, რათა საქართველო სწორ ტრაექტორიაზე დადგეს მომდევნო წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის მოსამზადებლად.  ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე წინსვლის საუკეთესო გზა არის კომპრომისის ძებნა და ამისთვის უნდა იყოს გამოყენებული დიალოგი. მე ამას ვიმედოვნებ“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics