14:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 10:44:26, 1189 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე: არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს

„არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობს“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ჩანიშნულ შეხვედრამდე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს შეინარჩუნოს ერთპიროვნული მმართველობა და იმ შემთხვევაში, თუ არ ჩატარდება დასავლური სტანდარტების შესაბამისი არჩევნები, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.

„არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, იქნება რაღაც ისეთი, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული მოკავშირეების თვალში გამოჩნდნენ ვითომ კონსტრუქციულებად და შეინარჩუნონ ყველანაირად ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა. ანუ არჩევნებში მიაღწიონ იმისთანა შედეგს, რომელიც შეუნარჩუნებს მათ ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდებით, თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება, ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება იმიტომ, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგასენებთ, რომ ამ წუთებში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრის მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით შეხვედრის მთავარი თემა კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics