2019-12-20 10:22:47, 1142 ნახვა
საზოგადოება
ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
წინა სხდომა 13 დეკემბერს შედგა. სხდომაზე საოკუპაციო რეჟიმის მოსამართლემ ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
გაფრინდაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მისი ტყვეობაში დატოვების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან