14:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 17:52:30, 1716 ნახვა

პოლიტიკა
ბაქარაძე: ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლება იხევს უკან, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა

„პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიდის, ხელისუფლება იხევს უკან, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კვირას, ოპოზიცია ბათუმში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავს იგივე მოთხოვნებით.

„ლუკა სირაძის გარდაცვალებამ მნიშვნელოვანი კორექტირება შეიტანა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში . კერძოდ, ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტის აქციებზე, პარლამენტის  პიკეტირებაზე , რომელიც უნდა გამართულიყო დღეს და ხვალ, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბრძოლა საბოლოო ჯამში  გაგრძელდება . კერძოდ, ამ კვირის ბოლოს, კვირა დღეს ბათუმში იქნება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია და იგივე მსვლელობა   მოთხოვნებით. შეიცვალოს სისტემა, დასრულდეს ეს კრიზისი და ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და შევთანხმდეთ იმ სისტემაზე, რომელიც სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს ამ ქვეყანაში. კვირის ბათუმის აქცია იქნება უახლესი საპროტესტო გეგმები.  ოპოზიცია ერთიანია საკუთარ მიდგომებსა და პოზიციებში. აქციის პარალელურად ვრჩებით მოლაპარაკებების რეჟიმში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ კონსტრუქციულად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიფიქროთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისის დასრულებას უზრუნველყოფს, ისე რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ვხედავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლება იხევს უკან. პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიდის, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics