|
2019-12-19 15:30:01, 828 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გამართა
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში“, უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს შორის, ტურიზმის მიმართულებით B2B შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია ესწრებოდნენ. „დედაქალაქის მერია აქტიურად არის ჩართული ამ სექტორის განვითარებაში და მოხარული ვართ, რომ გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ 40-მდე საერთაშორისო ტურისტულ და საპრომოუტერო კომპანიას 10-მდე ქვეყნიდან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ მცირე და საშუალო სიდიდის ადგილობრივი ტურისტული და ივენთების ორგანიზატორი კომპანიები, რომლებიც სამუშაო შეხვედრებს გამართავენ სტუმარ ორგანიზაციებთან და საშუალება ექნებათ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, ხელი შეუწყონ ვიზიტორთა ნაკადების ზრდას და პოპულარიზაცია გაუწიონ თბილისის ტურისტულ პოტენციალს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ანდრია ბასილაიამ ტურისტული პოტენციალისა და ამ მიმართულებით მერიის ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც. „სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, მანამდე ამ მიმართულებას ფარავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელთანაც ახლაც მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. დედაქალაქს აქვს მრავალი პროდუქტი, რომელიც შეუძლია შესთავაზოს მოგზაურებს და სჭირდება სწორი პოზიციონირება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. ღონისძიების მეორე ნაწილში ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის 35 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს და საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის პირობები და საერთო ტურისტული პაკეტების შექმნის პერსპექტივები, როგორც ზამთრის პერიოდისათვის, ასევე მთელი წლის გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში, თბილისს საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზატორები და პრომოუტერები ეწვივნენ, რომლებმაც შეხვედრები გამართეს ადგილობრივ პროდიუსერებთან და მოინახულეს თბილისში არსებულ საფესტივალო სივრცეები მომავალში საერთაშორისო ღონისძიებების თბილისში ჩატარების მიზნით. სტუმრები იმ სამიზნე ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, სადაც თბილისის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. კერძოდ, ლიეტუვადან, ლატვიიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან, სერბეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ისრაელიდან და ა.შ.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)