2019-12-19 12:35:32, 1716 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე: ამ საკითხთან სხვანაირი მიდგომა შეიძლებოდა
„ფაქტია, რომ ამ საკითხთან სხვანაირი მიდგომა შეიძლებოდა. ურემი რომ გადაბრუნდა, ახლა დავინახეთ გზა“, - ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხს პოლიცია სხვანაირად უნდა მიდგომოდა და უნდა მიხვედროდა, რომ იყო მძიმე შემთხვევა.
„არ ვართ განწყობილები არც მე და არც ჩემი კოლეგები ისე, რომ ვინმეს რამე ვაბრალოთ. სკოლის დირექტორი ცოდო არ არის?! სულ არ ჰქონდა განზრახვაში, რომ ცხოვრების ბოლომდე ასეთი ცოდვა ეტარებინა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხთან სხვანაირი მიდგომა შეიძლებოდა. ურემი რომ გადაბრუნდა, ახლა დავინახეთ გზა. ამ საკითხს პოლიციელიც სხვანაირად უნდა მიდგომოდა. როცა პოლიციელი ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ აქ მძიმე სიტუაციაა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან