03:27 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 13:04:03, 1607 ნახვა

სამართალი
„ემპათია“ სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებს, ლუკა სირაძის სუიციდამდე მიყვანის ფაქტზე ძიება წამების მუხლით დაიწყოს

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია",  მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას 15 წლის ლუკა სირაძის სუიციდამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს დაუყოვნებლად დაიწყოს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით, რაც ადამიანის წამებას გულისხმობს.

„ცენტრი „ემპათია" აწარმოებს მონიტორინგს აღნიშნულ საქმეზე და მიიჩნევს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტი დროში კავშირში იმყოფება პოლიციაში დაკითხვის ფაქტთან, რაც დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ დაკითხვისას როგორც მინიმუმ ფსიქოლოგიური წამების მეთოდები იქნა გამოყენებული.

ამავდროულად, ვთვლით, რომ კედელზე წარწერა არ უნდა გამხდარიყო სკოლის მხრიდან პოლიციის გამოძახების საფუძველი.

მივიჩნევთ, რომ წამების ფაქტების გამოძიება საქართველოში არ მიმდინარეობს ეფექტურად, ხშირ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ სხვა მუხლებით“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics