|
2019-12-18 12:43:55, 846 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა
„მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარისა და ტროტუარზე ქვაფენილის მოწყობა დასრულებულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 9 მარტისა და დედაენის ბაღების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი დენდროლოგიური სამუშაოების ჩათვლით, გაზაფხულზე დასრულდება. „პროექტის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ასფალტის ბოლო ფენები დააგეს. მოასფალტების შემდეგ კი უკვე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამ პროექტის მეორე ფაზა არის დენდროლოგიური სამუშაოების განხორციელება. 9 მარტისა და დედაენის ბაღების დენდროლოგიურ პროექტებს ჩვენ უკვე 8 იანვრიდან გავაგრძელებთ, როცა განახლდება სამუშაოები. დასრულებულია ხიდების რეაბილიტაციაც. მიმდინარეობს ხიდების გარე მოპირკეთების სამუშაოები. მოძრაობა აღდგენილია ხიდებზეც. მიმდინარეობს, ასევე, ტროტუარების მოპირკეთებაც. ბაზალტსა და ტრავერტინში ხდება მისი მოწყობა. გარდა ამისა, დასრულებულია 9 მარტისა და დედაენის ბაღების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. დენდროლოგიურ პროექტი გაზაფხულზე უკვე დასრულებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით, 7.5 მლნ ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)