|
2019-12-18 12:14:43, 879 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: თამარ მეფის ხიდის პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება
„თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგება. „რამდენიმე თვეა მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია, რაც კოჭების შეცვლას, ბურჯების თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ამჟამად, სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულებული იქნება. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. რამდენიმე დღეში ავტომობილებით გადაადგილება უკვე შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა. „კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო აქ გადაადგილება. ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო და საჭიროებას წარმოადგენდა. თამარ მეფის ხიდის პანდუსი ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია და რამდენიმე ათეულ წელს გაუძლებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. თამარ მეფის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „კონსტრაქშენ სერვისმა“ აწარმოა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)