13:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 01:56:57, 2251 ნახვა

პოლიტიკა
მოძრაობა „გაბედე“ შაბათს კანცელარიასთან აქციას აანონსებს

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრები შაბათს, 21 ნოემბერს 18:00 საათზე, კანცელარიასთან აქციას აანონსებენ. გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის დაკრძალვამდე, ისინი უარს აცხადებენ აქტიურ პროტესტებზე.

როგორც სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთმა წევრმა, მიშა ქუმსიშვილმა აღნიშნა, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება დამნაშავეების დასჯა და ძირგამომპალი სისტემის დაშლა.

მისივე თქმით, ლუკა სირაძე არ იყო სისტემის პირველი მსხვერპლი და ეს უნდა დასრულდეს, ამიტომაც ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და გააპროტესტოს ეს დამპალი სისტემა.

“გამომდინარე იქიდან,რომ ეს დღეები ყველასთვის მძიმე იქნება, მოძრაობა “გაბედე” მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში, მანამ, სანამ არ დაიკრძალება ახალგაზრდა ბიჭი, თავს შევიკავებთ აქტიური პროტესტისგან, მაგრამ შაბათს 18:00 საათზე ვაანონსებთ აქციას მთავრობის კანცელარიასთან, ვინაიდან სახეზეა ძალადობრივი პოლიციური რეჟიმი და საუბედუროდ ლუკა არ იყო პირველი მსხვერპლი ამ რეჟიმის და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს საქართველოში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მივმართავთ პროტესტის ყველანაირ ფორმას იმისთვის, რომ რომ საწადელს მივაღწიოთ და ეს ძირგამომპალი სისტემა, რომელმაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს", - განაცხადა "გაბედეს" აქტივისტმა, მიშა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics