20:48 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 21:22:22, 2167 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა საარსებო მინიმუმის განახლებული მონაცემები 2019 წლის ნოემბრისთვის. - საქსტატის ცნობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 2.7 ლარით მეტია.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატმა წინა თვესთან შედარებით 3.9 ლარით გაზარდა და ახლა 277.7 ლარს აღწევს. სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი ოქტომბერთან შედარებით 4.4 ლარითაა გაზრდილი და 311.9 ლარს უტოლდება.

ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 346.5 ლარს შეადგენს, ხოლო ხუთსულიანის - 389.8 ლარს, მატება კი გასულ თვესთან შედარებით, შესაბამისად, 4.8 და 5.4 ლარია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics