13:28 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 16:48:14, 1610 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: ამ ადამიანებს პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის მორალური უფლება არ გააჩნიათ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანს პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის მორალური უფლება არ გააჩნიათ.

თალაკვაძის თქმით, ეს ადამიანები წლების განმავლობაში დუმილით ხვდებოდნენ ადამიანთა წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში და არასდროს არ ინტერესებოდნენ ნაწამები ადამიანების ბედით.

„ეს ის ხალხია, ვისაც პატიმრების პირობებზე, პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია. ეს არის ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში დახუჭული თვალებით და დუმილით ხვდებოდნენ ათასობით ადამიანის წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში 340-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას საპატიმროებში ხვდებოდნენ დუმილით. ესენი არიან ადამიანები, ვინც ევროპის საბჭოს წამებათა კომიტეტის დასკვნებს ხვდებოდნენ სრული იგნორირებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს, არც ერთი გარდაცვლილი პატიმრის, არც ერთი ნაწამები ადამიანის ბედით, არათუ მათ მშობლებთან შეხვედრით, არ დაინტერესებულან. დღეს ეს ადამიანები მოდიან და ხმამაღლა საუბრობენ პატიმრების პირობების მონიტორინგზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics