|
2015-01-25 15:26:37, 5240 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება
„სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაში, იური ვაზაგაშვილი სიკვდილითაც შეასრულებს თავის როლს“, – ამის შესახებ ტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში განუცხადა. მისივე შეფასებით, იური ვაზაგაშვილი ცხრა წლის განმავლობაში უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო იყო. „ძალიან ერთგული თანამებრძოლი, მტკიცე ადამიანი დავკარგეთ, რომელიც მართლაც 9 წლის განმავლობაში უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო იყო. მაგრამ, იური ვაზაგაშვილი როგორც თავის სიცოცხლეში იყო ფლაგმანი ამ უსამართლობასთან ბრძოლის, თავისი სიკვდილითაც მემგონი შეასრულებს იმ როლს, რომ სამართლიანობის აღდგენის პორცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა სუბარმა და აქვე აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეში არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ააფეთქეს. იური ვაზაგაშვილი, სოფელ ყარაფილაში დღეს, შვილის გვერდით დაკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)