13:28 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 13:10:53, 1146 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში 1 კაბინეტი დიასპორისთვის გამოიყოს

„მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში იყოს დიასპორის წარმომადგენლებისთვის  გამოყოფილი 1 კაბინეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა დედაქალაქში დიასპორისთვის ადგილი არსებობდეს, სადაც მისი წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული საშუალებების შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებენ.

„ჩვენ შევდივართ საარჩევნო წელიწადში. ყველა სიაში, ყველა პარტიამ, არ ვიცი მე პროპორციული იქნება, მაჟორიტარული თუ როგორც იქნება, რომ იყოს საშუალება პირველ 15 წევრში, სიაში იყოს დიასპორის 1 წარმომადგენელი მაინც.

საჭირო არის, რომ არსებობდეს დედაქალაქში დიასპორისთვის ​ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საშუალებები არსებობს ქვეყანაში. მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში იყოს ასეთი გამოყოფილი 1 კაბინეტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics