|
2019-12-16 11:25:36, 3168 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებულ 8 კოოპერატივს ჩაის გადამამუშავებელი მანქანა დანადგარები გადაეცა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის „ქართულ ჩაი“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტის ტექნიკა გადაეცათ. კოოპერატივებისთვის მანქანა-დანადგარების გადაცემის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, იმერეთის რეგიონის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაესწრო. „სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი” ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი-ოთხი წლის წინ დავიწყეთ და პირველ მოსავალს 2020 ველოდებით. დღეს თანამედროვე სტანდარტების დანადგარები გადავეცით იმ 8 კოოპერატივს, რომლებიც ჩაის სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში აწარმოებენ. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ მეჩაიე ფერმერებს და ხელი შევუწყოთ ქართული ჩაის წარმოების ტრადიციის აღდგენას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი” ბენეფიციარმა 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 140 ჰა-ზე საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინეს, რისთვისაც სახელმწიფოსგან, თანადაფინანსების სახით, 287,000 ლარი მიიღეს. პროგრამა „ქართული ჩაი“ კოოპერატივებისთვის მანქანა- დანადგარების - ჩაის საღნობი დანადგარი, ჩაის საგრეხი როლერი და ჩაის საშრობი კარადა - შეძენასაც ითვალისწინებდა. ტექნიკის, რომელიც კოოპერატივებს საჩუქრად გადაეცათ, შესაძენად სახელმწიფომ მხრიდან 314,000 ლარი დაიხარჯა. საქართველოს მასშტაბით, პროგრამა „ქართული ჩაი“ 49 ბენეფიციარია ჩართული. სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,551,642 ლარია, საიდანაც 1,775,488 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)