09:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 10:18:07, 748 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასალის და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.

მომდევნო დღეებში დედაქალაქის დარჩენილი გამზირები და ქუჩები აინთება.

საახალწლო ილუმინაციების ანთების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

,,თბილსერვის ჯგუფი’’ საახალწლო განათებების მონტაჟს დაახლოებით, ერთი თვეა ახორციელებს.  დღეს, უკვე დავიწყეთ განათებების ჩართვა სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ პროცესს, რამდენიმე დღეში დავასრულებთ. ქალაქის საახალწლოდ მორთვა, 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთებით და საშობაო სოფლის გახსნით დაგვირგვინდება’’,-  განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი სრულიად ახალი დიზაინით და განათებებით მოირთო. უკვე არსებული ილუმინაციები კი, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics