10:43 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-15 22:20:55, 2018 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.
ნინო ცაციაშვილმა პოლიციის განყოფილებაში მოზარდის გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა: - „გიდასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ დაახლოებით 3-4 წუთი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს 1-ლი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს. აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა გამოკითხვის დაწყებამდე და რეალურად, აღნიშნული ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა  უთანხმოება დედასთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და ამ სიტუაციის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთი კომუნიკაცია. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება არასრულწლოვანთან მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი დაბარება მოხდა მხოლოდ მშობლის საშუალებით.“ განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხაზგასმით აღნიშნა რომ, გამოკითხვისას მოზარდი როგორც პირველ ასევე მეორე დღეს მშობელთან ერთად იმყოფებოდა:   - „როგორც პირველ დღეს, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან ხორციელდებოდა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით და გამოკითხვის პროცესში სრულად მონაწილეობდა პირველ  დღეს არასრულწლოვნის დედა.   რაც შეეხება არასრულწლოვნის ძმას, მას არანაირი შეხება არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან, შესაბამისად, მასთან რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ ყოფილა. „ - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics