|
2019-12-14 17:06:24, 1585 ნახვა
საზოგადოება
საინფორმაციო კამპანია „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ დასრულდა
საინფორმაციო კამპანია „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ 2019 წლისათვის თბილისში გამართული ტრენინგებით დასრულდა. ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავდა ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ. კამპანიის ფარგლებში ტრენინგი “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” საქართველოს ყველა მხარეში ჩატარდა. ტრენინგებზე მონაწილეობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს და ჯამში 500-მდე საჯარო მოხალე და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგნელები გადამზადდნენ. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიას 2020 წლიდან კვლავ გააგრძელებს და მოსამართლეებს, პროკურორებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს გადაამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)