|
2015-07-24 09:39:58, 1015 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე საწვრთნელ ბაზა „ალგეთს" ეწვია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გაცნობითი ხასიათის ვიზიტით საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ მინისტრის მოადგილეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია ახლდნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საწყისი საბრძოლო მომზადების ბაზის ინფრასტრუქტურა - ყაზარმები, სასადილო და სამუშაო კაბინეტები დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს გაეცნო. ბაზის მეთაურმა სტუმრებს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც ცენტრის მოკლე და საშუალოვადიან გეგმებს მოიცავდა. ვიზიტის დასასრულს ანა დოლიძემ საწვრთნელი ბაზა „ალგეთის“ სასროლეთიც დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)