|
2019-12-13 18:03:44, 2325 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: მიმდინარე წლის ბოლო თვეებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მუდმივად მზარდია. 2019 წლის ბოლო თვეებში კი, განსაკუთრებული მატება ფიქსირდება, რაც დიდწილად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება. „წლების განმავლობაში, თხილი იყო წამყვანი კულტურა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში, თუმცა, ბოლო წლებში, მავნებლებმა და დაავადებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თხილის ხარისხსა და რაოდენობაზე, რამაც დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. სახელმწიფოს მიერ ჩატარებული უპრეცედენტო კამპანიის შედეგად, წელს ჩვენ მივიღეთ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი, რაც უკვე მონაცემებშიც აისახა. თხილის სეზონი აგვისტოდან აგვისტომდე ითვლება და უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრიდან ექსპორტის მონაცემები ძალიან მზარდია. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, ყოველთვიურად, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 11-12 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი. დღეისათვის, ჯამურად, შარშანდელ მონაცემზე მეტი არ არის, თუმცა წლის ბოლოსთვის, თხილის ექსპორტი 2018 წლის მონაცემებს ნამდვილად გადააჭარბებს. აგრონომიული წლის ფარგლებში, ჩვენ ველოდებით, რომ მხოლოდ თხილში, დაახლოებით 100 მლნ დოლარამდე ექსპორტი გვექნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თხილი არ არის ერთადერთი კულტურა, რომლის ექსპორტიც გაზრდილია. წელს, მეხილეობის ყველა მიმართულებაში გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა. სწორედ ეს არის ჩვენი სამინისტროს სტრატეგია და გეგმაც, რომ მომდევნო წლებში, იმ პროგრამების შედეგად, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მეხილეობის დარგი აღორძინდეს და განვითარდეს. ახალი ბაღების გაშენებისა და არსებულის რეაბილიტაციის შედეგად, ყოველ წელს, ჩვენ ხილის ექსპორტის მზარდი მონაცემები უნდა გვქონდეს. 2019 წელს, ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული ატმის სეზონი. ასევე წარმატებით მიმდინარეობს ციტრუსოვანი კულტურების სეზონიც. უნდა აღინიშნოს, რომ მანდარინის ექსპორტი, უკვე აჭარბებს გასული წლის მონაცემებს. დღეისათვის, უკვე ექსპორტირებულია 15 000 ტონაზე მეტი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს დასავლეთ საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურის, ხურმის ექსპორტის კუთხით. უკვე ექსპორტირებულია 7 300 ტონაზე მეტი ხურმის კულტურა. წინა წელთან შედარებით, საექსპორტო მონაცემები თანხაში ფაქტობრივად, 100 % - ით არის გაზრდილი. მეხილეობის მიმართულებით გაზრდილი საექსპორტო მაჩვენებლების გარდა, მნიშვნელოვნად მზარდია ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის - ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით რეკორდული მონაცემები გვაქვს. დღეისათვის, უკვე ექსპორტირებულია 85 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო, რაც თანხაში 220 მლნ აშშ დოლარამდეა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით, რაოდენობაში ზრდა 10%-ს, ხოლო თანხაში 20%-ს შეადგენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ასეთი მიღწევები, იმ სწორი აგრარული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ახორციელებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)