09:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 09:47:49, 515 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის არსებული სერვისები გაუმჯობესდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებაზე მუშაობას იწყებს.

ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, ხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რათა ეტაპობრივად, სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საქართველოშივე გახდეს შესაძლებელი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისები.
ამ მიზნით, სოლიდარობის ფონდმა ჰარვარდის უნივერსიტეტთან აფილირებული დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის (Dana Farber Cancer Institute, Harvard University), იეილის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (Yale-New Heaven Hospital), ორგანიზაცია Global Healing და თურქეთის მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის (Medipol University Hospital) ექსპერტების მონაწილეობით საერთაშორისო მისიას უმასპინძლა.

საერთაშორისო მისიამ ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში დღეს არსებული ყველა ძირითადი სერვისი შეაფასა და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამების არსებითი გაუმჯობესება.

მისიაში მონაწილე ექსპერტები შეფასების ძირითად შედეგებსა და რეკომენდაციებს დღეს, 24 ივლისს 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენენ.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში.

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა,  ამოქმედებიდან ერთი წლის მანძილზე 3.3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 125 ბავშვისა და ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო, მათ შორის 58 შემთხვევაში - საზღვარგარეთ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics