21:58 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 15:23:43, 5316 ნახვა

კომენტარი
პაატა ზაქარეიშვილი: იური ვაზაგაშვილის დაღუპვა, ჩვენი ხელისუფლების ყველაზე სერიოზული გამოწვევაა

იური ვაზაგაშვილის დაკრძალვის პროცესს, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის  წევრები  ესწრებოდნენ. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მისი დაღუპვა ხელისუფლების ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.

"ვუსამძიმრებ ვაზაგაშვილების ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია.ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა ჩვენი ხელისუფლების დღემდე.  ამ 2 წლის  განამვლობაში ასეთი სერიოზული გამოწვევა არ გქვონია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს საქმე  დროულად იქნას გამოძიებული და ყველა იმ კითხვას,  რასაც ბატონი იური სვამდა, პასუხი გაეცეს",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

იური ვაზაგაშვილი სოფელ  ყარაფილაში, შვილის გვერდით დაკრძალეს. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics