|
2019-12-13 13:20:24, 771 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო
ვარკეთილში თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ერთად მიიღო. კახა კალაძემ თიბისის ნერგების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს არის ერთობლივი აქცია და მინდა თიბისის მადლობა გადავუხადო ნერგების გადმოცემისთვის. დარგვის სამუშაოები „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა. შედეგად ეს კონკრეტული გზაგამყოფი, სადაც ახალი ნერგები დაირგო, ძალიან ლამაზი გამოვა. იცით, ჩვენი მხრიდან როგორი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, არსებულის რეაბილიტაციას და როდესაც დასრულდება სამუშაოები, კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი გვექნება“,- განაცხადა კახა კალაძემ. ვარკეთილის ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და თბილისის საკრებულოს წევრებმა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)