08:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 12:59:29, 1676 ნახვა

კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილი: დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები გადმოიფორმა

„დღეს "ქართულმა ოცნებამ" გადმოიფორმა სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიული კომიტეტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა უმრავლესობისთვის რეკომენდაციის გაწევას.

მისი თქმით, დღეიდან „ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისაგან“ არაფრით განსხვავდება.

„დღეს, „ქართული ოცნება“ ჩემთვის დამთავრდა, როგორც ფასეულობების პროგრესის მომავალზე ორიენტირებული პარტია. დღეს "ქართულმა ოცნებამ" გადმოიფორმა სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები. 1 ოქტომბერი, დღეს  ამ დარბაზში იურიდიული კომიტეტის დარბაზში დამთავრდა. დღეიდან "ქართული ოცნება"  არის ჩვეულებრივი პარტია, რომელსაც აქვს უზურპირებული ხელისუფლება, უკვე დიდი არაფრით არ განსხვავდება მისი წინამორბედი ხელისუფლებისაგან“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან, 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია. კენჭისყრის პროცედურა ხმაურის ფონზე წარიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics