18:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 15:31:52, 716 ნახვა

ეკონომიკა
თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს

24-25 აგვისტოს თბილისში  აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველი  რაუნდი გაიმართება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისში 57 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა. მინისტრი იმედოვნებს, რომ დონორები საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდებიან.

"24-25 აგვისტოს თბილისში ჩატრდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა რაუნდი.  ეს არის პირველი რაუნდი მას შემდეგ, რაც ბანკი ოფიციალურად დაფუძნდა და 57 ქვეყნს მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა თბილისში, მათ შორის იქნებიან ის დონორები, რომლებიც იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად დაინტერესდებიან საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics