2019-12-09 23:05:12, 1479 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილს გამოთქვამს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა.
„ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" მიესალმება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკების ფორმატს. რამდენადაც აღნიშნული ფორმატი არის ორმხრივი, ის მოიცავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და მასში ჩართულია ყველა საპარლამენტო ფრაქცია, „დამოუკიდებელი დეპუტატები" მივმართავთ ევროკავშირის წარმომადგენლობას თხოვნით, გაითვალისწინოს შემდგომ რაუნდებში ჩვენი ჩართულობის შესაძლებლობა" - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან