13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 16:41:50, 1591 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე საპენსიო სააგენტოზე: გახარიას ყველგან საკუთარი კადრების დანერგვა უნდა

„გახარია აგრძელებს თავის პოლიტიკას და ყველგან უნდა საკუთარი კადრების დანერგვა, რასაც უკვე ვხედავთ ასევე სხვა სფეროში“,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატი,  ლევან სურგულაძის მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტის დატოვებას, სავარაუდო ზეწოლას უკავშირებს.

"საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი არ იყო გახარიას კადრი, ის დანიშნული იყო ბახტაძის მიერ. ის ტოვებდა წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას და არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი ნებით წავიდა, ვინაიდან არ ეთანხმებოდა იმ სავარაუდო ზეწოლას, რაც ხდებოდა, თუნდაც იგივე თანხის განთავსების სახით, ვინაიდან საპენსიო ფონდის მთელი რესურსები განთავსებულია კომერციულ ბანკებში და არც ვიცით, რომელ კომერციულ ბანკში რა რაოდენობითაა, რა პროცენტით და საიდუმლოებებით არის ეს მოცული. არ არის გამორიცხული, რომ გახარია აგრძელებს თავის პოლიტიკას და ყველგან უნდა საკუთარი კადრების დანერგვა, რასაც უკვე ვხედავთ ასევე სხვა სფეროში," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა, რომლის თაობაზეც სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics