13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 12:01:24, 1032 ნახვა

პოლიტიკა
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები: ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან ქმედით ნაბიჯებს

იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟას გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და დაუბრუნდება ოჯახს“, - ამის შესახებ დღეს გამართლ ბრიფინგზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.

თამილა ლაფანაშვილის ცნობით, ხვალიდან იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და გაფრინდაშვილის ოჯახი მოუწოდებს მონაწილე მხარეებს გამოყონ ყველა ბერკეტი ექიმის გასათავისუფლებლად.

მისივე თქმით, თუ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიღო შედეგი, პროტესტი იქნება რადიკალური.

„„ხვალ, 10 დეკემბერს იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი და მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ბერკეტი ვაჟა ექიმის დაუყონებლივ, უპირობოდ გასათავისუფლებლად.

ასევე, ყველა მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი. ამას ვითხოვთ უკვე ერთი თვეა.

ვითხოვთ, საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს და უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, 1 თვის თავზეც ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნული.

თუ აღნიშნულმა ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და დაუბრუნდება ოჯახს,"- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics