13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 11:52:34, 1114 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრაზე: ორივე მხრიდან დავინახეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი

„დისკურსია არ იყო მარტივი, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ვიგრძენი, რომ გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რომელის შესაძლოა, შეთანხმების საგანი გახდეს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა .

მისი თქმით, კონსტრუქციული დიალოგიის გაგრძელების სურვილი ორივე მხრიდან ჩანს.

„როგორც შეხვედრაზე განვაცხადე, ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ გვაქვს დიალოგი, რომელიც მეორე რაუნდის ჩატარებით პროცესის სახეს იღებს. უნდა აღვნიშნო, რომ დისკურსია არ იყო მარტივი, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ვიგრძენი, რომ რისი მიღწევაც  შევძელით იყო უფრო ღრმა გაგება იმისა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს დისკურსია. ნათელია, რომ დიალოგის გასაგრძელებლად, ყველა მხრიდან არსებობს ჩართულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს რეალური შანსი იმ უფსკრულის გარღვევისა, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით. დღეს, ორივე მხრიდან დავინახეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით გუშინ, 8 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“  შედგა, შეხვედრა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics