|
2019-12-09 10:14:03, 1044 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: გამოსავალია, შერეული სისტემის ფარგლებში ვიმსჯელოთ, რა წესით ჩატარდეს მაჟორიტარული არჩევნები
„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენივე ინიციატივის ჩავარდნამ პოლიტიკურად დაგვაზიანა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთადერთი გამოსავალი შერეული სისტემის ფარგლებში მსჯელობაა, თუ როგორ ჩავატაროთ მაჟორიტარული არჩევნები. ,,პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია არსებობს კონსენსუსი პოლიტიკურ სპექტრში. ამას ითხოვდა თითქმის ყველა პარტია და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც აისახა კონსტიტუციაში, მაგრამ მე გული მწყდება, რომ ეს ვერ მოხერხდა 2020 წლის არჩევნებისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენივე ინიციატივის ჩავარდნამ პოლიტიკურად დაგვაზიანა. ჩვენ ვთქვით, რომ 2020 წლისთვის გადავიდოდით ახალ სისტემაზე, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ოპოზიცია ცხადია დესტრუქციულად იქცევა და მისი ქმედებები ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ჩარჩოებს სცდება, მაგრამ პროტესტი ჩვენმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დამაზიანებელი იყო. „ვითარება ჩიხურია, რადგან ერთი მხრივ კონსტიტუციაში ცვლილებები ვერ განხორციელდება, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიცია ითხოვს ე.წ. გერმანულ მოდელს, რაც არაკონსტიტუციურია. სად არის სამართლებრივი გამოსავალი? ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, შერეული სისტემის ფარგლებში უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ჩავატაროთ მაჟორიტარული არჩევნები. ეს მისაღებია ოპოზიციისთვისაც. ამ ფონზე ჩვენი გუნდის წევრების ინიციატივა, რომ ვიფიქროთ მაჟორიტარულ სისტემაზე, ორპალატიან პარლამენტზე, ჩემი აზრით არარელევანტურია. ვერც მისი განხორციელების პერსპექტივას ვხედავ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)