13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 13:29:52, 1540 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე: ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის წინააღმდეგია, თუმცა ჩვენც არ ვართ ცოტა და პროცესს ვაგრძელებთ

 „2020 წლის მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა დესტრუქციულ ძალებს აძლევს საშუალებას გააგრძელონ მათთვის ჩვეული პროცესი, ქუჩაში“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხუნდაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა არ იყო საკმარისი, რადგან კანონპროექტის შესახებ დასმულ კითხვებზე მან ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო.

„დღევანდელ შეხვედრაზე მოგვეცა საშუალება წარგვედგინა კანონპროექტი და მიგვეღო ძირითად კითხვებე პასუხი. ამომწურავი პასუხები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით 2020 წელს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა რჩება, ვთქვით, რომ ამით დესტრუქციულ ძალებს ეძლევათ საშუალება გააგრძელონ ქუჩაში, მათთვის უკვე ჩვეული და ყოველდღიურობად ქცეული დესტრუქციული ქმედებები. ამ სისტემებით შეიქმნება არასტაბილური გარემო. ხედავთ, რომ ქუჩაშია დესტრუქციის ძალა, ისინი ამას კარგად ახერებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას, მასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი, უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა. მე დადებითი პასუხი აქ ვერ მივიღე, ამიტომ ჩვენ გავაგრელებთ პროცესს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატები გეგმავენ ქუჩაში გასვლას და ხელმოწერების შეგროვებას, რათა ამერიკული მოდელზე პარლამენტმა იმსჯელოს.

„ბატონი ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი განგვევითარებინა. არც ჩვენ ვართ ცოტა და ვაგრძელებთ პროცესს.  მაქვს უფლება გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე ამერიკული მოდელი. არის დაშვებული შეცდომა რომ ნაჩქარევად გადავდივართ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე და შევეცდებით ამ შეცდომის გამოსწორებას უკვე ჩვენ. უკვე ვართ 30-ზე მეტი. ჩვენ შევიკრიბებით და გაგაცნობთ ჩვენს გეგმას. ძირითადად ესაა ქუჩაში გასვლა და ასევე მაჟორიტარული სისტემის გარშემო ცნობიერების ამაღლება",- აღნიშნა ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics