12:33 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 11:45:15, 1259 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ადრე მარტივი სიტყვით მივმართავდით ხელისუფლებს - „გადადექი“, დღეს ოპოზიცია უფრო მნიშვნელოვანი მიზნისკენ გაერთიანდა

„ადრე მარტივი სიტყვით მივმართავდით ხელისუფლებას - „გადადექი“, დღეს კი ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშველოვანი პოლიტიკური მიზნისკენ - არა „გადადექი“, არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან.

„მე ვუყურებ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც შეძლო ერთ ოთახში ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის. სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით - „გადადექი“, რომელიც იყო ერთი მარტივი სიტყვა, რითაც მივმრთავდით ხელისუფლებას. დღეს ოპოზიცია არის გაერთიანებული ბევრად უფრო მნიშველოვანი პოლიტიკური მიზნისკენ - არა „გადადექი“, არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება. დეპუტატების ამბოხიდან დაწყებული, გაგრძელებული ჩვენი ინტელექტისთვის შეურაცხმყოფელი სპექტაკლებით ეს არის დროებითი. ორგანიზებული, კვალიფიცირებული ოპოზიცია სერიოზულად მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან. აქედან არსებობს ერთი გამოსავალი, შეურაცხმყოფელი ტყუილი, რომელიც დაიდო პროპორციულზე უარის თქმით, ჩვენ ამ ტყუილში ვერ ვიცხოვრებთ. ეს შეიცვლება“, - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics