|
2019-12-05 15:57:58, 2071 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, უწყებაში მისი დაბარება რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატუსს უკავშირდება, სადაც ხელისუფლების დამხობაზე საუბრობდა. „ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერს გვარამია. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი სუს-ის მიერ გაგზავნილ უწყებასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ის გამოკითხვაზე 6 დეკემბერს, 11:00 საათზეა დაბარებული. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა: „დაწერა, რომ ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !“.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)