2015-07-23 12:22:34, 332 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი შს მინისტრობის კანდიდატს ორშაბათს დაასახელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ორშაბათს დაასახელებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„პარლამენტმა დაამტკიცა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა, ის გახდა სუს-ის უფროსი. შინაგან საქმეთა მინისტრობის ახალ კანდიდატს ორშაბათს წარვუდგენ საზოგადოებას. მანამდე გომელაური შეასრულებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარლამენტმა ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ერთხმად დაამტკიცა.
გომელაურის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას 83–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან