00:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 17:14:02, 2158 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: 10 თვეში მაღალი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

"მაღალი ეკონომიკური ზრდა არის შედეგი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ამ ნაწილში, ხაზგასმით მინდა გამოვყო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და კერძო სექტორში დასაქმებაზე ორიენტირებული როგორც საგადასახადო ისე საბიუჯეტო პოლიტიკა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას.

 მისი თქმით, ოქტომბერში დაფიქსირებულ 5.7-პროცენტიან ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები იყვნენ, ის სექტორები, რომლებიც ბოლო პერიოდში გარკვეულ შეფერხებას განიცდიდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფი ტემპით ზრდას. როგორც ცნობილია, წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ  5.7 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების დინამიკა - ოქტომბერში ამ მიმართულებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძალიან სასიხარულოა, რომ ის სექტორები იყვნენ ძირითადი კონტრიბუტორები ზრდაში, რომლებიც ბოლო პერიოდში გარკვეულ შეფერხებას განიცდიდნენ. ესენია: გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა და ტურიზმის სექტორი. ჯამში, ათი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 5.1 პროცენტი. მაღალი ეკონომიკური ზრდა არის შედეგი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა, ამ ნაწილში ხაზგასმით მინდა გამოვყო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და კერძო სექტორში დასაქმებაზე ორიენტირებული როგორც საგადასახადო ისე საბიუჯეტო პოლიტიკა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics