11:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 13:02:52, 1665 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ლომჯარია: ოდირში გადაგზავნამდე „გერმანული მოდელი“ პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს

„ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდეს ოდირში გადაგზავნამდე“,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროცედურის გავლის შემდეგ  კანონპროექტს ოდირში გადაგზავნის.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს აქტიური კონსულტაციები ეუთო /ოდირთან, პირადად შევხვდი ეუთო /ოდირის პრეზიდენტს, ასევე ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა მას გარკვეული პროცედურული წინაპირობები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე. ამის შემდეგ სახალხო დამცველი, მე მივმართავ ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და რომელიც დარეგისტრირდება პარლამენტში,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელმაც მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელი“ შესთავაზა, ომბუდსმენის საშუალებით ეუთო/ოდირში გაგზავნას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics