|
2019-12-02 12:55:18, 802 ნახვა
საზოგადოება
„მეტი სიცოცხლისთვის“ კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საგზაო უსაფრთხოების კამპანიის “მეტი სიცოცხლისთვის” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო. პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისის N103 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა. პატრულ-ინსპექტორებმა ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების აუცილებელ წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. პრაქტიკულ გაკვეთილზე მშობლების ჩართულობით ბავშვებმა ზებრაზე წესების დაცვით გადასვლა და საგზაო მოძრაობის სხვა აუცილებელი წესები ისწავლეს. მოსწავლეებმა თეორიულ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს. კამპანიის ფარგლებში სკოლებში ვიზიტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. სწავლების მიზანი ცნობიერების ამაღლება და საგზაო უსაფრთხოების პრევენციაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)