07:07 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 10:28:47, 3039 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი: 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს დღის წესრიგიდან არ ვხსნით

„2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს დღის წესრიგიდან არ ვხსნით“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირამ ინაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს, ინაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოდელი იდეალური არ არის, თუმცა „პატრიოტთა ალიანსი“ მხარს დაუჭერს.

„არსებობს ვარიანტები და ერთ-ერთი შევთავაზეთ კიდეც ხელისუფლებას, რომ მცირედი ცვლილება მოხდეს და გავიტანოთ ახალი სახით იგივე კანონპროექტი. აქ უკვე პოლიტიკური ნების საკითხია და ვნახოთ, ეს პოლიტიკური ნება გარდატყდება თუ არა ამ შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება წარმოდგენილ ვარიანტს, გერმანულის მოდიფიცირებული ქართული ვარიანტი, ამ ეტაპზე, ეს კონსენსუსის საგანია. არ არის იდეალური, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ და ჩვენ ამ მოდელს მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ესეც გამოსავალია“, – განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics