|
2019-11-29 16:09:57, 1163 ნახვა
საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში არსებულ საბავშვო ბაღებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები რაიონის გამგებელთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. N4 და N55 ბაგა-ბაღების შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები 2019 წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება. ორივე შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც ვერ ხერხდებოდა ინტერიერისა და ეზოების სათანადოდ მოწესრიგება. ამჟამად, პროექტის პირველი ეტაპი - შენობის საძირკვლის გამაგრება და საყრდენების მოჯავშნა დასრულდებულია. მიმდინარეობს ფასადების განახლება და შიდა სარემონტო სამუშაოები. კახაბერ გვანცელაძემ დავით კირკიტაძესა და თამარ ტალიაშვილს მთაწმინდის რაიონში გამაგრება-რეკონსტრუქციის დასრულებული პროექტიც გააცნო. ნიშნიანიძის N4-ში მდებარე N144 ბაგა-ბაღის შენობა გასულ ზაფხულს გამაგრდა, რის შემდეგაც, განახლდა ინტერიერი და კეთილმოეწყო ეზო. ბაგა-ბაღი სტანდარტულ რეჟიმში ფუნქციონირებს და 200-მდე აღსაზრდელს ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)