|
2019-11-29 15:51:28, 1314 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა შს სამინისტროსთან შეშა მიიტანეს და შენობის ღობეს ბოქლომი დაადეს
სამოქალაქო აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეშით მივიდნენ და შენობის ღობეს ბოქლომი დაადეს. მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, შეშა საშიშ ნივთად ითვლება რის გამოც, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი შეშა შსს-ში მიიტანეს, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი განცხადება. „რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტერიტორიაზე აქტივისტებს შეშას ართმევდნენ, თითქოს საშიში აქტის განხორციელებაში დაჭირდებოდათ ის. ამის გამო, რამდენიმე ადამიანი მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში. ეს არის მარაძმი, რომელშიც სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ. ამიტომ, ჩვენ მოვიტანეთ შეშა განცხადებასთან ერთად, რომ ის ნაპოვნია არის რუსთაველის ტერიტორიაზე და ვთხოვთ მათ დაიწყონ გამოძიება, რომ ის არ იყოს გამოყენებული საშიში აქტისთვის, როგორიცაა ადამიანების გათბობა, რომლის უფლებაც ყველას აქვს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ამასთან, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეს ბოქლომი დაადო, რომელიც უწყების წარმომადგენლებმა მალევე მოხსნეს. მისი თქმით, აღნიშნული პერფორმანსით სურთ უწყებას აგრძნობინონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. „ეს არის პროტესტი იმ უკანონობების გამო, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გახარია იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შინაგან საქმეთა მინისტრი და დაწყებული ხორავას ქუჩის ტრაგედიის გაყალბებიდან, დამთავრებული 20 ივნისამდე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ პერფორმანსით ჩვენ გვინდოდა, უწყებისთვის გვეგრძნობინებინა, რომ რასაც ისინი სჩადიან, არის უკანონობა“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)