|
2019-11-29 12:15:48, 1198 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ოქტომბერში, მიუხედავად ზოგიერთი ჩვენი კოლეგის „ხულიგნობისა“ ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5,7%
ოქტომბერში, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ზოგიერთი კოლეგის ხულიგნობისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7% , - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესცენტრ King David-ში პროექტის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაციაზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს მადლობა გადაუხადა ეფექტური და სწრაფი მუშაობისთვის და პროექტის პრეზენტაციისთვის. „აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი, რომელსაც სახელმწიფო შემოგვთავაზებს იმისთვის, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად შეძლოს ოპერირება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ გვითქვამს, რომ არის - სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. სხვათა შორის, ოქტომბერში, მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთი ჩვენი კოლეგის ხულიგნობისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7%. 10 თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ზრდა 5.1%. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი, განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში რომელიც არსებობს და რომელიც არ არის სრულად ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ, იმისთვის, რომ ბიზნესს მივცეთ საშუალება უფრო ძლიერად ოპერირებდეს. ჩვენთვის მთავარი მიზანი გახლავთ ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა სრულად არის დამოკიდებული კერძო სექტორზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი კომპონენტი არის კერძო ბიზნესი და მთავრობას სრულად აქვს გააზრებული მისი ფუნქცია, შეუქმნას კომფორტული ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ჰქონდეს უფრო მეტი მოგება და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე, სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ეს შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობამ აიღო ვალდებულება აღნიშნულ პროექტში არასდროს იქნება 100-ზე ნაკლები საინვესტიციო შეთავაზება. დღეის მდგომარეობით, გაკეთებულია 117 საინვესტიციო შეთავაზება, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონია. „ასევე ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების რაოდენობა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა განხორციელებული პროექტი, რომელიც იქნება ბიზნესთან ერთად თანამშრომლობაში სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურად განხორციელებული, ჩვენ დავაფიქსირებთ იმ სამუშაო ადგილების რაოდენობას, რომელსაც ბიზნესი აიღებს თავის თავზე რომ შექმნის. ეს არის ჩვენი ძირითადი მოტივი და მიზანი. რა თქმა უნდა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო წელია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არის გარკვეული ტურბულენტობა, მიუხედავად ამისა, მთავრობაც და ბიზნესიც ბევრად უფრო კონცენტრირებულად წყნარად, მშვიდად, უფრო მეტი შემართებით, ეფექტიანობაზე უფრო მეტი კონცენტრირებით უნდა ვდგამდეთ იმ მსგავს ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ დღეს. ამიტომ მოგიწოდებთ კოლეგებო და გპირდებით, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც განიხილავთ თქვენ და გამოხატავთ თქვენ ინტერესს, თითოეული სამინისტრო, მთავრობა სრულად ყველაფერს გააკეთებს იყოს თქვენი ღირსეული მედიატორი, იმისთვის რომ ეს პროექტები მივიყვანოთ საბოლოო, ლოგიკურ დასრულებამდე და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ დამატებითი სამუშაო ადგილები“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)